“ვეფხისტყაოსანი და თანამედროვეობა“ - საჯარო ლექცია

03 ნოემბერი 2022, 14:19 1099 ნახვა

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში საჯარო ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, რუსთველოლოგმა შორენა მახაჭაძემ ჩაატარა. საჯარო ლექციის თემა იყო “ვეფხისტყაოსანი და თანამედროვეობა“. 

შეხვედრაზე პოემის განხილვის პარალელურად ქართველი სტუდენტის კობა ჟღენტის მიერ შექმნილი  “ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაციაც წარადგინეს, რომელსაც პოემის ორიგინალ ტექსტებს თანამედროვე ადაპტირებული ვერსიები ახლავს.

“სამუზეუმო საათის“ ფორმატში ჩატარებულ საჯარო ლექციას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში