სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

03 ნოემბერი 2022, 14:17 557 ნახვა

ომბუდსმენობის კანდიდატმა ნიკოლოზ ნიკოლაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მისთვის პარლამენტს დღეს უნდა მოესმინა. კანონმდებლების წინაშე ქეთი ჩაჩავა წარსდგა, რომელმაც დეპუტატებს საკუთარი ხედვა წარუდგინა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, სტატუსის მინიჭებას, რეკომენდაციების შესრულებას, 2020 წლის არჩევნებს, 5-6 ივლისის მოვლენებს, სასამართლოში არსებულ გამოწვევებსა და საპატრიარქოს როლს ეხებოდა.

საბოლოოდ, პროცესი ხვალ დასრულდება. სახალხო დამცველის არჩევის ვადის ამოწურვამდე თვეზე ნაკლები რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში