ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ავსტრიის იუსტიციის სამინისტროსთან

05 ნოემბერი 2022, 14:20 490 ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა  საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და ავსტრიელ კოლეგას შორის. 

დოკუმენტი უზრუნველყოფს იუსტიციის მიმართულებით საქართველო-ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, სამოქალაქო, კომერციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობას.

შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები და ავსტრიაში საქართველოს ელჩი დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში