რატომ არ მიეცა სააკაშვილის და გვარამიას მონახულების უფლება მალგოჟატა გოშევსკას?

05 ნოემბერი 2022, 20:02 532 ნახვა

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში