ომბუდსმენის შერჩევის პროცესი

05 ნოემბერი 2022, 20:02 726 ნახვა

ომბუდსმენის არჩევის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. 19 კაციანი სია შემცირდა, პროცესს ზოგიერთი თავად გაემიჯნა, სიაში ბოლომ კი, დეპუტატების წინაშე გამოსვლა საჭიროდ  არ მიიჩნია. 

როგორც ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, განსხვავებული კანდიდატების მიუხედავად, პროცესი  საინტერესო იყო და ახლა მთავარია ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა  კონსესუს მიაღწიონ, რადგან მათივე განმარტებით, სახალხო დამცველის არჩევა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში შედის.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმე ადამიანს მეტად ეკუთვნის მხარდაჭერა.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში