ბობოყვათელების აქცია წინაპრების მიწების დასაბრუნებლად

06 ნოემბერი 2022, 14:21 737 ნახვა

პაპისეული მიწების დასაბრუნებლად ერთ წელზე მეტია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ ბობოყვათში მცხოვრებლები. ისინი დღეს ქობულეთის სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მშვიდობიანი აქცია გამართეს. 

აცხადებენ, რომ  ინვესტორს,რომელმაც არსებული მიწის ფართობი მათი თანხმობის გარეშე შეიძინა მშენებლობის დაწყების შესაძლებლობას არ მისცემენ და სამართლის აღსადგენად ბრძოლას  გააგრძელებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში