გეოლოგები დამეწყრილ ტერიტორიებს სწავლობენ

06 ნოემბერი 2022, 20:01 730 ნახვა

აჭარაში უხვი ნალექით გამოწვეულ შედეგებს გეოლოგები სწავლობენ. სპეციალისტების მიერ ტერიტორიების შესწავლას შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერია ითხოვდა, როგორც საცხოვრებელ სახლებთან ასევე საავტომობილო გზებზე.

სპეციალისტების მიერ პირველ ეტაპზე საცხოვრებელი სახლები შეისწავლეს, სადაც რისკი მაღალი იყო და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. 

უწყების ცნობით, საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში