ვინ გახდება სახალხო დამცველი?

07 ნოემბერი 2022, 11:20 593 ნახვა

სავარაუდოდ,  დღეს გახდება ცნობილი სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები და დასკვნის პროექტი, რის შემდეგაც რეგლამენტის თანახმად, საკითხი  პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე დადგება.  პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი პარასკევს დაასრულა.   

წარდგენილი 19 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა 16-მა კანდიდატმა მიიღო. ომბუდსმენის  სამ კანდიდატს, რომელსაც აქვს არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მხარდაჭერა, არ ემხრობა მმართველი ძალა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პოზიცია უცვლელი რჩება და კანდიდატების შერჩევისას პოლიტიკურ მიუკერძოებლობას კვლავ პრიორიტეტად მიიჩნევენ.

მმართველ გუნდს ოპონენტების მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯების იმედი აქვთ.

სახალხო დამცველის პოსტის დასაკავებლად კანდიდატს 90 ხმა სჭირდება, რაც ამჟამინდელი მოცემულობით,  უმრავლესობას არ აქვს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში