საქართველოს მიერ ანგარიშში შეტანილ ცვლილებებს დღეს ბრიუსელში განიხილავენ

08 ნოემბერი 2022, 11:07 503 ნახვა

ცვლილებებს ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს, დღეს ბრიუსელში განიხილავენ.  საკითხზე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი იმსჯელებს. პლენარულ სხდომაზე კი ის, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გავა. 

წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტში გაჩნდება ჩანაწერი მედიამენეჯერებთან დაკავშირებით - საუბარია დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე. 

ასევე მთავარი საკითხი დეოლიგარქიზაციაა. ოპოზიციის განცხადებით, სტატუსის მისაღებად ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში