ბრიფინგი ანტიკორუფციულ ოფისში

08 ნოემბერი 2022, 11:48 621 ნახვა

„პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატი პირად ავტომობილს თანხას ბიუჯეტიდან ახარჯავს“ - ამის შესახებ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ბრიფინგზე განცხადა.

მოძრაობის წევრი ლევან გორგილაძე ირწმუნება, რომ ანზორ ბოლქვაძემ პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილისთვის საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე 70 ათას ლარამდე დახარჯა. მათთვის კი მიუღებელია პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენება იმ ფონზე, როცა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ფინანსურად უჭირთ. ამ განცხადებას ანზორ ბოლქვაძე ცრუ ბრალდებას უწოდებს და ამბობს, რომ ავტომობილი, რომელზეც ანტიკორუფციულ მოძრაობაში საუბრობენ, ბიუროს სარგებლობაშია.

პარლამენტარის განცხადებით, ყველა ის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ბიურო ემსახურება სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ საწვავისთვის და ტექნიკური მომსახურებისთვის იყენებს, ხარჯების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

როგორც ანზორ ბოლქვაძე ირწმუნება, მძღოლიც არ ჰყავთ აყვანილი სამსახურში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში