ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშის განხილვა

09 ნოემბერი 2022, 11:29 603 ნახვა

47  მომხრე,  5  წინააღმდეგი, 2-მა  დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა.  ვარიანტში აღარ გვხვდება სანქცირების მოთხოვნა და ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა მოაგვაროს.

დოკუმენტში შესული ცვლილებებით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, როგორც ჰუმანიტარული საფუძვლით, ასევე პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით.

დოკუმენტში ასევე გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცენ და აღნიშნულია, რომ „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი იყო იარაღი, რათა მათთვის საპარლამენტო მანდატები ჩამოერთმიათ.   დოკუმენტში  ასევე დაემატა პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ  19 აპრილის შეთანხმება კვლავ რჩება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და პოლარიზაციის შემცირების გზად. 

,,ქართველი ხალხის მიმართ ანგარიში   ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს აგზავნის“- განაცხადა ევროპარალემნატრმა სვენ მიქსერმა.   რეზოლუციის სახეს კი დოკუმენტი 12 დეკემბერს, დებატების შემდეგ მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში