ვისაც, სადაც და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებისთვის - ნიკა მელია შიდაპარტიულ არჩევნებზე

09 ნოემბერი 2022, 21:42 652 ნახვა

ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამაზე პარტია იმსჯელებს. ასევე აღნიშნა, რომ დღეს მისმა თანაპარტიელებმა ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს. 

"ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან ჩემმა იმ კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში პირადად მონაწილეობდნენ და მათ გარდა, სულ მცირე 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფრის თაობაზე ნასაუბრები. დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ.

პირველ რიგში, მსურს, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ ეს უნდა იყოს ორგანიზებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალი ათასი  და ათიათასობით ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც გვეყოლება კონკურენტი და იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნე არის, მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების პირისპირ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში