"ნაციონალური მოძრაობა" არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია - ირაკლი კობახიძე

10 ნოემბერი 2022, 10:04 570 ნახვა

რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ  რადიკალურ დღის წესრიგს და ცდილობენ ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ. რადიკალიზმმა, რომელსაც ისინი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში აღვივებდნენ, ,,ნაცმოძრაობის'' შიგნით გადაინაცვლა. დღეს, რასაც ვხედავთ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით პოლარიზაცია, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის, რაც კარგია - ეს ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სუსტდება და კიდევ უფრო დასუსტდება. ასეთ პირობებში კი შანსი სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ეძლევათ რომ თავი დაიმკვიდრონ. ეს ძალიან კარგი პროცესია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის განცხადებით, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწია საქართველოში ხელისუფლების დათმობა და აღარ ქონდათ შესაძლებლობა ქართველების დაყაჩაღების, ამის შემდეგ, ისინი ევროპელების ძარცვაზე გადავიდნენ. 

"მე ნაწილობრივ შეზღუდული ვარ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ,,ნაციონალური მოძრაობა'' არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია.

ამას აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. 10 000-მა კაცმა  მარტო სახელმწიფოს აჩუქა საკუთარი ქონება...

2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტები აღარ არსებობს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 10 000 კაცი და ოჯახი მარტო ამ ფორმით დააყაჩაღეს. ჩემს გარშემოც არის უამრავი ფაქტი, უბრალოდ კერძო სუბიექტებზე გადააფორმებინეს უამრავი ქონება და ზოგს ერთ ლარიანი ქონება მილიონად აყიდინეს. ანუ ბევრი ფორმა ქონდათ მათ ყაჩაღობის და ადამიანების რეკეტის, მაგრამ რისი თქმა მინდა, მათ ქონდათ 10 000 ყაჩაღობის ფაქტი და ისინი აყაჩაღებდნენ ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას და დღეს, სწორედ ამ ნაძარცვი, სისხლიანი ფულის დაბანდება ხდება ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, როდესაც მათ ამის საშუალება აღარ ქონდათ, როდესაც უკვე მოუწიათ ხელისუფლების დატოვება, ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ევროპელების ძარცვაზე. ქოლცენტრი შეიძლება ბევრმა არც იცის რა არის. ქოლცენტრი არის იმაზე არანაკლებ მძიმე დანაშაული, რაც მე ვახსენე, რასაც საქართველოში აკეთებდნენ. პირდაპირ ხდება პენსიონერების დაყაჩაღება და მილიონობით თანხა იქაჩება, სწორედ ასეთი მახინჯი გზით. ეს უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ასეთ ადამიანებს საქართველოში აქვთ ამბიცია, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ქონდეთ გავლენა, ეს ხომ ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა. როგორ შეიძლება კეზერაშვილს რაიმე საერთო ქონდეს საქართველოში პოლიტიკასთან, ან ცისკარიშვილს, ან სააკაშვილს," - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში