ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა იმართება 

10 ნოემბერი 2022, 14:34 550 ნახვა

საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებები, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და უკანონო ბორდერიზაცია - ამ საკითხებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება.

შეხვედრაზე ასევე განიხილება  საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი 9 ინციდენტი, რომელიც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე და ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში