ლევან დავითაშვილის სამუშაო ვიზიტი ბელგიაში

10 ნოემბერი 2022, 11:47 410 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება განიხილა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან.  ინვესტიციები და ერთობლივი პროექტები კი ვიცე-პრემიერსა და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარს შორის იყო განხილვის საგანი.

ვიცე-პრემიერი ასევე შეხვდა ევროკომისრებს ფინანსური სტაბილურობის,  მომსახურებისა და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში