პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ახალ ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა

10 ნოემბერი 2022, 14:50 502 ნახვა

საქართველოს პრემიერი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში. მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში