პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10 ნოემბერი 2022, 18:05 497 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში