დააკავეს მოქალაქე, რომლის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებული იქნა 14 950 უაქციზო სიგარეტი - საგამოძიებო სამსახური

11 ნოემბერი 2022, 10:15 568 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე, რომლის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა ჯამში 65 780 ლარის ღირებულების 14 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 25 380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება.

"გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 34 ფაქტი, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 37 პირი, რომელთაგანაც 9 დაკავებულ იქნა"- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში