დიდი არეულობა „ნაციონალურ მოძრაობაში“

11 ნოემბერი 2022, 11:36 375 ნახვა

ორად  გაყოფილი  გუნდი, წავა თუ დარჩება მელია, ანუ ეყოლება თუ არა  „ნაციონალურ მოძრაობას ახალი თავმჯდომარე - ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, რადგან  ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში   კონსულტაციებისთვის ემზადებიან.   

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრაზე  გადაწყდება პოლიტიკური საბჭოს არჩევნების თარიღი, ასევე  არჩევნების ფორმა.     

ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ვისი გუნდი გამოვა გამარჯვებული,  სწორედ ამ პროცესების შემდეგ გაირკვევა.     

არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ნიკა მელია თავმჯდომარის პოსტს ვადის ამოწურვამდე დატოვებს თუ კიდევ ერთხელ მიიღებს პარტიის ხელმძღვანელის ლეგიტიმაციას. 

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს გიორგი ჩალაძე.  ამის შესახებ იმან  სოციალურ ქსელში დაწერა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში