მონაწილეობითი ბიუჯეტი ხელვაჩაურში

11 ნოემბერი 2022, 19:57 985 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წელს პირველად დაიწყო მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება. საპილოტე პროგრამა აჭარისწყლის თემში განხორციელდება და საამისოდ 60 ათასი ლარია გამოყოფილი. მომავალი წლიდან მონაწილეობითი ბიუჯეტი ეტაპობრივად ყველა თემს მოიცავს. აჭარისწყლის თემში მცხოვრებლებისთვის უკვე დაწყებულია იდეების შესახებ განცხადებების მიღება, რომელიც 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. დეკემბერში კი გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა თემში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს შეეძლება. გამარჯვებული იდეა კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში