კან  ტანიას  გამოხმაურება 

24 იანვარი 2017, 00:00 2511 ნახვა

აფხაზეთისთვის საქართველოს კონსტიტუციაში სპეციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფეისბუკზე გამოეხმაურა. იგი ქართველი დეპუტატის განცხადებას სასაცილოს და რეალობიდან მოწყვეტილს უწოდებს: „გაკვირვებულმა წავიკითხე ზაქარია ქუცნაშვილის „ორიგინალური“ განცხადება აფაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ჩნდება განცდა, რომ დეპუტატი პარალელურ სამყაროში ან ვირტუალურ სივრცეში ცხოვრობს და „ხორცი შეისხა“ მხოლოდ იმისთვის, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის „უნიკალური“ წინადადება შეეთავაზებინა. ვურჩევ დეპუტატს უფრო ხშირად დაბრუნდეს ხოლმე თავისი ფანტაზიებიდან დედამიწაზე და ჯეროვანი პატივისცემითა და გაგებით მოეკიდოს არსებულ რეალობას, მათ შორის პოლიტიკურსაც. ამასთანავე არ აწყენდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ისეთ თარიღებს, როგორიცაა 1993 წლის 30 სექტემბერი, 1999 წლის 12 ოქტომბერი და 2008 წლის 26 აგვისტო. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მას დაეხმარება მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი სასაცილო განცხადებები.“- წერს კან ტანია.

ამავე კატეგორიაში