2023 წელს, საფინანსო სექტორს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არ შეეხება - ლაშა ხუციშვილი

14 ნოემბერი 2022, 16:13 1049 ნახვა

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს, საფინანსო სექტორს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არ შეეხება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, თუ როგორი იქნება სექტორის გრძელვადიან ნაწილში დაბეგვრის პოლიტიკა, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

„რაც შეეხება მოგების გადასახადს, აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო წელს საფინანსო სექტორს არ შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. ამის დანახვა წარდგენილი ბიუჯეტიდანაც შესაძლებელი იყო. ბუნებრივია, ფისკალური ეფექტი ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი აქვს შემცირების მიმართულებით. ასეთი ტიპის შემცირება ბიუჯეტში მოგების გადასახადში ასახული არ გვაქვს. მომდევნო წელს არ იქნება გადასული სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ განაწილებული გადასახადის მოდელზე. ხოლო ის, თუ როგორი იქნება სექტორის გრძელვადიან ნაწილში დაბეგვრის პოლიტიკა, ამას მოგვიანებით გავიგებთ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში