შუახევში ქართული ოცნების ორი წევრი „ხალხის ძალას“ შეუერთდა

14 ნოემბერი 2022, 14:39 959 ნახვა

შუახევის საკრებულო "ქართული ოცნების" ორმა წევრმა დატოვა.  საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი დავითაძემ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზაზა დავითაძემ, ისინი "ხალხის ძალას" შეუერთდნენ.

დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე " ქართულმა ოცნებამ" დაკავებულ თანამდებობებზე ისევ ზაზა დავითაძე და გიორგი დავითაძე აირჩია.

ფაქტს მმართველი პარტიის მიერ დადგმული სპექტაკლი უწოდა ნაციონალურმა მოძრაობამ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. „ხალხის ძალის" ახალმა წევრებმა სატელევიზიო კომენტარი დღეს არ გააკეთეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში