''ქართულ ოცნებაში'' სახალხო დამცველის არჩევისათვის ოპოზიციას კონსულტაციებზე ეპატიჟებიან 

14 ნოემბერი 2022, 20:04 606 ნახვა

ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ხვალიდან კონსულტაციების გამართვას აპირებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, ''ქართული ოცნება'' ამ დრომდე ელოდებოდა კონსულტაციებისთვის ინიციატივა გამოეჩინა თავად ოპოზიციას, თუმცა მათგან არ მიუღიათ შემოთავაზება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში