ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

16 ნოემბერი 2022, 12:04 514 ნახვა

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის   წარმომადგენლების ვიზიტის მეორე დღე. დელეგაციის წევრებმა სამუშაო დღე ისევ  ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრებით დაიწყეს.  

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისგან კი საარჩევნო რეფორმაზე ინფორმაცია გუშინ უკვე მოისმინეს.   

უმცირესობა  მიიჩნევს, რომ ბუნდოვანებას ქმნის ელექტრონული არჩევნების მოსახლეობის მხოლოდ 70 პროცენტში ჩატარება.

პრობლემურ საკითხად ასევე ოპოზიციამ დასვა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის გაჭიანურების საკითხი.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში