საქართველოში მყოფი ოლივერ ვარჰეი ქვეყანას დღეს დატოვებს

16 ნოემბერი 2022, 11:07 436 ნახვა

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის მითითებს?  ევროპული დავალებების შესრულების პროცესს მეორე დღეა  ეცნობა ევროკომისარი. ოლივერ ვარჰეი  დღეს საქართველოში ვიზიტს ასრულებს, თუმცა მანამდე  კახეთში ჩავა და  ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე და დასრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მოინახულებს.  

გუშინ უნგრელი დიპლომატი და პოლიტიკოსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, დასაკარგი დრო არ არის და რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის დათქმებს, მით     უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში