დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს დღეს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან

16 ნოემბერი 2022, 11:32 459 ნახვა

დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა 12 პუნქტიდან, რომელიც დღემდე პარტიებს შორის ურთიერთბრალდებების  მიზეზია.  

ოპოზიციას უკრაინული მოდელი არ მოსწონს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტს იმის გამო არ აქვს უმცირესობის ნაწილის მხარდაჭერა, რომ მათ რიგებში ოლიგარქები დაინახეს.    

სხვათაშორის საქართველოში ვიზიტით მყოფი  ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ დეოლიგარქიცაზიის კრიტერიუმი ზოგადია და არ ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს. ის საქართველოს მთავრობას სთავაზობს დეოლიგარქიზაციის საკანონმდებლო ჩარჩო შესაფასებლად გაუგზავნოს ვენეციის კომისიას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში