ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

16 ნოემბერი 2022, 16:25 707 ნახვა

მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში  და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დრის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც მხარდამჭერების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, საკრებულოს წევრებმა და ასევე მხარი დაუჭირა რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმა, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შედეგად ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი გამოდის ინიციატივით და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

"ნაციონალურ მოძრაობასთან შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა - პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი. ის ადამიანები, ვისაც აინტერესეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამ შტაბს ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში. ჩემი მიზანია "ნაციონალური მოძრაობა' ამართლებდეს მის სახელს და შინაარს",-  განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის გარდა, პარტია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარის კანდიდატურა წარადგინა გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემ. შიდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში