ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე - ვინ გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე?

17 ნოემბერი 2022, 11:17 532 ნახვა

ენმ-ს თავმჯდომარეობსითვის ბრძოლას აგრძელებენ   ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. გიორგი ჩალაძემ კი კანდიდატურა მოხსნა.   ჩალაძე ამბობს, რომ არჩევნებში კანდიდატურას აღარ დააყენებს და იწონებს ხაბეიშვილის განცხადებას სააკაშვილის საკითხებზე მომუშავე შტაბის შექმნაზე.   

ხაბეიშვილი, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობა არ სურდა, საკუთარი გადაწყვეტილება  გუშინ გაახმოვნა. ირწმუნება, რომ  გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო და არა  ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ ნაციონალური მოძრაობის გასაძლიერებლად.

გამოვიდა ინიციატივითაც, რომ  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში