თამარ ტალიაშვილი - საქართველოს მხარდამჭერი უპრეცედენტოდ ძლიერი განცხადება

17 ნოემბერი 2022, 12:00 565 ნახვა

,,საქართველოს მხარდამჭერი უპრეცედენტოდ ძლიერი განცხადება“ - ასეთი შეფასება მისცა  თამარ ტალიაშვილმა  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს.    

ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ აღწერს 2022 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“, - აცხადებს ტალიაშვილი.  წერს, რომ  განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი.    

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. საბჭო კიდევ ერთხელ გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი," - წერს ტალიაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში