ბიუროს სხდომა

24 იანვარი 2017, 00:00 1918 ნახვა

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისთვის ბიუროების გახსნის საკითხი კენჭისყრაზე უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. ეს გადაწყვეტილება დღეს  ბიუროს  წევრებმა მიიღეს. ბათუმში სამი, ხოლო ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტბში თითო-თითო ბიურო იფუნქციონირებს. მათთვის ბიუჯეტიდან 1 200 ლარი გამოიყოფა, ხოლო მაღლამთიანი აჭარა ბიუროს ფუნქციონირებისთვის დამატებით 600 ლარს მიიღებს.  ფრაქცია „მაჟორიტარების“ მიერ ინიცირებულ საკითხს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ში    დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით  ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად აფასებენ. დეპუტატებმა დღესვე “პატრიოტთა ალიანსის” წევრის კომისიების შემადგენლობაში არჩევის შესახებ იმსჯელეს.

ამავე კატეგორიაში