ფინანსთა მინისტრი დეპუტატებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს

17 ნოემბერი 2022, 18:10 1209 ნახვა

2023   წლის  სახელმწიფო  ბიუჯეტის პროექტს  განიხილავენ  დღეს  საქართველოს პარლამენტში.  დეპუტატებს  მომავალი  წლის  ბიუჯეტის  პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა გააცნო,  ამ  წუთებში კი ლაშა ხუციშვილი  მათ   კითხვებს  პასუხობს.  კითხვები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ინფლაციას  შეეხება, ოპოზიცია დაინტერესდა რატომ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის  დაფინანსება. ლაშა ხუციშვილი ეკონომიკურ  ზრდაზე საუბრობს,  მთავარ გამოწვევად კი  ინფლაციას  ასახელებს.   დაგეგმილია საჯარო სექტორში დასაქმებულთა  ხელფასების ზრდა,  ასევე იზრდება პენსიები.  ბიუჯეტის  განხილვას პარლამენტი კიდევ ერთხელ მესამე მოსმენისას დეკემბრის ბოლომდე დაუბრუნდება, სწორედ ამ პერიოდისთვის დაანონსა მინისტრმა  საბოლოო ვარიანტზე შეჯერება.   პროექტის ე.წ. გადამუშავებული ვერსია, რომელსაც  დღეს განიხილავენ   პარლამენტს მთავრობისგან პირვანდელი სახით - ცვლილებების გარეშე  დაუბრუნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში