ბიუროს სხდომა

24 იანვარი 2017, 00:00 2105 ნახვა
00:00
00:00

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისთვის ბიუროების გახსნის საკითხი კენჭისყრაზე უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. ეს გადაწყვეტილება დღეს  ბიუროს  წევრებმა მიიღეს. ბათუმში სამი, ხოლო ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში თითო-თითო ბიურო იფუნქციონირებს. მათთვის ბიუჯეტიდან 1 200 ლარი გამოიყოფა, ხოლო მაღალმთიანი აჭარა ბიუროს ფუნქციონირებისთვის დამატებით 600 ლარს მიიღებს.  ფრაქცია „მაჟორიტარების“ მიერ ინიცირებულ საკითხს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ში    დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით  ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვად აფასებენ. დეპუტატებმა დღესვე “პატრიოტთა ალიანსის” წევრის კომისიების შემადგენლობაში არჩევის შესახებ იმსჯელეს.

ამავე კატეგორიაში