ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა

18 ნოემბერი 2022, 17:45 1055 ნახვა

7 მილიონი ლარით იზრდება ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  2023 წელს 37 მილიონ 393 ათას 110 ლარი იქნება.

დღეს მერიას ბიუჯეტის საჯარო განხილვა ჰქონდა. შეხვედრას სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

მათი თქმით, ხელვაჩაურის მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში