EPP საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტის კენჭისყრისთვის ემზადება

18 ნოემბერი 2022, 17:46 670 ნახვა

ევროპის სახალხო პარტიამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას მიმართავს.  "იპიპი" მოუწოდებს ხელისუფლებას გაათავისუფლოს და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი, ასევე გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე. ტექსტით მოუწოდებენ ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

რეზოლუციას ევროპის სახალხო პარტია ლისაბონში დღეს უყრის კენჭს. სამუშაო ვერსიას, რომელიც რეზოლუციასთან დაკავშირებით უკვე არსებობს, მოჰყვა გამოხმაურებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი და რაზეც რეზოლუციაში არის საუბარი რეალურია.

საკითხს ეხმაურებიან მმართველ პარტიაშიც, აქ ყურადღებას ნაციონალურ მოძრაობასა და რეზოლუციის ავტორებს შორის კავშირებზე მიუთითებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში