ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა

19 ნოემბერი 2022, 20:03 654 ნახვა

ესპანეთში NATO-ს საპარლამენტო  ასამბლეის რიგით 68-ე სესია იმართება. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები - ეს ის მთავარი თემაა რაზეცალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლებმა იმსჯელეს. ქართველ კანონმდებლებს პარალელურად დაგეგმილი აქვთ ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა უკვე გამართეს პირველი აუდიენცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ესპანეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან.ტრიბუნას საქართველოს დელეგაცია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების, რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ გამოიყენეს. ასამბლეის წლიური სესიის დღის წესრიგი დატვირთულია.მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ  საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა  ჯერალდ კონოლიმა ისაუბრა.

ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ზაიდა კანტერას შეფასებით კი, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო სწორ გზაზე დგას. ასევე დღეს, თავდაცვისა და უსაფრთხოების დახურულ სხდომაზე განიხილეს შუალედური ანგარიში - "რუსეთის შეჭრა უკრაინაში", სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი. ანგარიში ნათქვამია, რომ რუსული აგრესია პირველად საქართველოში 2008 წელს მოხდა, რა დროსაც დასავლეთს სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

რაც შეეხება, ფინეთის წარმომადგენელს, მიკო სავოლას თქმით, როდესაც ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყანა გახდება, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც.ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი კვლავ გრძელდება, და მოკავშირეებისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში