საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები მადრიდში

20 ნოემბერი 2022, 14:45 822 ნახვა

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში  საქართველოს დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებს. ქართულმა მხარემ შეხვედრებზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობასა და პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრა.

ასევე ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის შესაძლებლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის ომი, რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო დონეზე ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში