გზავნილები მადრიდიდან

20 ნოემბერი 2022, 17:35 752 ნახვა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მადრიდში რეზოლუციის პროექტი მოამზადა.  ასამბლეაზე ამბობენ, რომ 24 თებერვლიდან სამყარო ახალი რეალობის წინაშეა  და ამის ფონზე, ახალ გამოწვევებს ალიანსმაც თავისი თავდაცვითი პოლიტიკა უნდა მიუსადაგოს. რეზოლუციაში საქართველოც არაერთხელ არის ნახსენები.

კერძოდ ის, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008  წელს დაიწყო.  ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მიესალმება ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილს.

გზავნილები მადრიდიდან პოზიტიურია, თუმცა ლიდერები ამბობენ, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ  ქვეყნიდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში