ვიცე-პოლკოვნიკის საქმე

25 იანვარი 2017, 00:00 1818 ნახვა

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, შესაძლოა, ხვალ, კიევის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესის დასრულებისთანავე გაათავისუფლონ. აღნიშნულ განცხადებას გივი თარგამაძე აკეთებს. მისი განმარტებით, მას უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომლისგანაც ქართველი ვიცეპოლკოვნიკის გათავისუფლების გარანტია მიიღო. თარგამაძის განცხადებით,  უკრაინაში ქართულ ლეგიონს დაუკავშირდა და გია ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია მიიღო, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ ცერცვაძე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა. 

ამავე კატეგორიაში