ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

22 ნოემბერი 2022, 11:13 470 ნახვა

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პარლამენტმა   უნდა მიიღოს  გადაწყვეტილება,  ახალი სახალხო დამცველის არჩევაა. წარდგენილ კანდიდატებზე,  რომლებმაც გასაუბრება უკვე  გაიარეს, ჯერ პოლიტიკურმა პარტიებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს.   

პროცედურის მიხედვით მომდევნო კვირაში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას გადაწყდება ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. ოპოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ყველა მხარის ჩართულობა, მმართველ გუნდში კი აცხადებენ,  რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.    

შეგახსენებთ, ორ კვირაზე მეტია გასაუბრების პროცესი პარლამენტში დასრულდა, ამ დრომდე კი ახალი ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში