“პირველი ავტოგრაფი”

22 ნოემბერი 2022, 14:40 948 ნახვა

„აჭარელი მოხუცები“ და „ვირუკას საოცარი თავგადასავალი“ -  საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გრძელდება.   

სპექტაკლები დღეს  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში დაიდგა.  მსახიობები ამჯერად  ხულოს სოფელ ხიხაძირისა და შუახევის ფურტიოს საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. 

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მოზარდების თეატრით დაინტერესებაა.

 ''პირველი ავტოგრაფი''  უკვე მეორედ ტარდება და 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  ამ ხნის განმავლობაში ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტების  საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ  დადგმული სპექტაკლები  სხვადასხვა ადგილას გაიმართება.  

ფესტივალს ჰყავს ჟიური, რომელიც  გამარჯვებულებს არაერთ ნომინაციაში გამოავლენს. 

„პირველი ავტოგრაფი“-ს დახურვის ცერემონია ხელოვნების ცენტრში გაიმართება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში