ახალი რეზოლუცია

25 იანვარი 2017, 00:00 1857 ნახვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში საქართველოში მედიათავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეა საუბარი“, - ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. „რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიათავისუფლების და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ აღნიშნული საკითხის რეზოლუციის პროექტში შეტანას მხარი ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭირა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში