დეოლიგარქიზაციის კანონზე დავა გრძელდება

22 ნოემბერი 2022, 19:22 665 ნახვა

შეკითხვაზე, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა გადაიგზავნოს თუ არა ვენეციის კომისიაში,საქართველოში აშშ-ს ელჩი  პასუხობს, რომ ეს ევროდელეგაციის  მნიშვნელოვანი რჩევაა.   კელი დეგნანის განცხადებით,დეოლიგარქიზაციის კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, ამიტომ დიპლომატს მიაჩნია რომ დოკუმენტი ევროპის სამართლის ექსპერტებმა     შეისწავლონ. მმართველ უმრავლესობაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და ამ მხრივ გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციას.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში