მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები

23 ნოემბერი 2022, 11:09 445 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში გააგზავნა ხუთი კანონპროექტი, რომლის მიზანიც მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაა. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მომზადდა.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  ცვლილებები შემდეგ კანონებშია წარდგენილი:  საქართველოს ორგანული კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ,  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ,  ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში,  ასევე საქართველოს კანონში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.  

მართლმსაჯულების რეფორმის გატარება ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში