„პირველი ავტოგრაფი“

23 ნოემბერი 2022, 14:38 784 ნახვა

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გრძელდება.  დღეს ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმული სპექტაკლი  „მაწანწალა და ფერია“  წარადგინეს.  

დღესვე თოჯინების თეატრში უჩვენებენ სპექტაკლს „ცოფი“,  რომელიც ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ძაღლის’ მიხედვით დადგეს.  

სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი  ''პირველი ავტოგრაფი''  უკვე მეორედ ტარდება და 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში