2023 წლის შუახევის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

24 ნოემბერი 2022, 14:26 876 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომავალ წელს  17 მილიონ  900 ათასი ლარი იქნება. თვითმმართველობამ ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გაითვალისწინა, სულ 6  მილიონ 900 ათასი ლარი.

განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული მიმართულებით   3 მილიონზე მეტი დაიხარჯება,  ხოლო 1 მილიონ  739 ათასი  ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით.   

ბიუჯეტის პარამეტრები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს. 

მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულომ წლის ბოლოს უნდა დაამტკიცოს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში