მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ქედაში

24 ნოემბერი 2022, 14:20 713 ნახვა

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს ქედაშიც. რომელიც  22 მილიონ 178 ათას 800 ლარს შეადგენს. აქედან 6 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილია სოციალური სახლის მშენებლობა, დაბა ქედის ხიდის, გზებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება.

აშენდება მრავალფუნქციური შენობა, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსდება. იგეგმება ერთი ახალი ავტობუსის შეძენა, რომელიც დაბა ქედიდან ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს.

გარდა ამისა, ქედის მერია ერთი ნაგავმზიდის შეძენასასაც  აპირებს.  იზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსებაც.  მოეწყობა ხუთი მინი სპორტული მოედანი. ასევე მომავალი წლისთვის აიპებსა და შპს- ების თანამშრომლებისთვის ხელფასის დაახლოებით 30%- ით ზრდაა გათვალისწინებული.

ბიუჯეტის განხილვას სოფლების რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, აიპებისა და შეპესეების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში