26 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

24 ნოემბერი 2022, 16:00 2355 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.

მათივე თქმით, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.

"26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონებების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში