სასწავლო კურსი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედროებისთვის

25 ნოემბერი 2022, 11:03 362 ნახვა

სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედროებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს. სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, სამხედროებმა სწავლების დროს სტრესულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოები შეასრულეს.

სნაიპერთა მომზადების კურსი ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებისთვის საქართველოში მეორედ ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში