ქობულეთის საკრებულოს სხდომა

25 ნოემბერი 2022, 14:30 693 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულოს  ქობულეთის  მერმა წარუდგინა.   

პროექტით გათვალისწინებულია  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები  120 ეკომიგრანტი ოჯახისთვის სოციალური სახლები მშენებლობა.  ორი მრავალბინიანი სახლისთვის  მილიონი ლარია გათვალისწინებული.  

ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  მმართველი გუნდის წევრებმა მერს ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური საკითხების პროექტების მოგვარებაზე კითხეს.

ოპოზიციის შეკითხვები კი სოფლების გაზიფიცირებას, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას და და ციტრუსის სეზონს  შეეხებოდა. მერმა განაცხადა, რომ  შეძლებისდაგვარად ყველა პრობლემაზე მოხდება  რეაგირება.

2023 წელს ქობულეთის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 53-მილიონ ლარზე მეტი იქნება. ძირითადი პრიორიტეტებია, ინფრასტრუქტურა, განათლება და სოციალური საკითხების მოგვარებაა.

ბიუჯეტი შენიშვნებით და კითხვებით ქობულეთის მერიას გადაეგზავნა,  საბოლოო, ჩასწორებულ ვერსიას საკრებულო სავარაუდოდ, 10 დეკემბერს დაამტკიცებს.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში